აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ ბათუმის პროკურატურაში დატოვა. როგორც დაკითხვის შემდეგ ვარშალომიძემ განაცხადა ტერორი ოპონენტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და ის წინასაარჩევნოდ უფრო გაიზრდება.
,,არჩენების წინა პერიოდში ტერორი უფრო გაიზრდება, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ კიდევ ჩვენი ბევრი აქტივისტისა და პარტიის წევრების დაბარებას. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ, ეს შოუ დღესაც გრძელდება. მე მართლაც მიხარია, რომ დღეს ვდგავარ და ვცხოვრობ იმ ქალაქში რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ავშენეთ. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას წელიწადნახევრის განმავლობაში არაფერი რომ არ აქვს გაკეთებული, ამის გადაფარვა სურს და ღმერთმა ხელი მოუმართოს", _განაცახდა ვარშალომიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ვარშალომიძე აჭარის პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში მდებარე მილიონ ნახევრად შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფქატს, მოწმის სახით დაიკითხა.