აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე ბათუმის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
თბილისის პროკურატურაში აცხადებენ, ვარშალომიძის წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღიძრა.
"აჭარის პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში მდებარე მილიონ ნახევრად შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფატს, მოწმის სახით დასაკითხად არის დაბარებული. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე", - აცხადებენ პროკურატურაში.