ყოფილი-პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მოსამართლემ პროცესზე უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ზეწოლას ვერ გაუძლო.
,, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. მოსამართლემ არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა. როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. დასაქმების ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების ღკვეთა მიესაჯა.