მოსკოვის პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტი მირო ადამიანი იგივე „მირონი" დააკავა. რუსული მედიის ინფორმაციით, ასლან უსოიანის კლანში შემავალი მირონი, რომელიც საქართველოშია დაბადებული მოსკოვში უკანონოდ ცხოვრობდა და ახლა ხელისუფლება მის სამშობლოში დეპორტაციას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი გადაწვეტილება სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია.
მირონი რუსეთში გამოგონილი სახელით - დიმიტრი ჭანტურია ცხოვრობდა. ის, როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, „ცდილობდა კონტროლი განეხორციელებინა დანაშაულებრივ დაჯგუფებებზე, რომლებიც ბინების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი".
აღსანიშნავია, რომ მირონი მოსკოვში 2013 წლის იანვარში მოკლული ასლან უსოიანის ნათესავია.