კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოლდავეთის მოქალაქე დაიღუპა. გურჯაანი-ბაკურციხის ცენტრალური მაგისტრალის ვეჯინის მონაკვეთზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად, მოლდავეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.