ხვალ, 17 თებერვალს, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე, ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს.
მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვთ წაყენებული. ესენია: ამომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება-გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები