მოშიმშილე მეხანძრეები ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, სამართალდამცავებმა კითხვები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს უყენებენ.
შეგახსენებთ, რომ მეხანძრეები თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის გადაყენებას მოითხოვენ და მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მეხანძრეების ნაწილი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს.