თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით, ბარსელონაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ სპეცოპერაცია ლესკორტსის ფეშენებელურ უბანში ჩაატარა.
სამართალდამცველების განცხადებით, 40 და 36 წლის ქალები შეკრულები იყვნენ კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან და მათ მარტოხელა მოხუცი ქალბატონების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, ვისთანაც მომვლელად მუშაობდნენ.
გაზეთ "ელ პაისში", პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში გაძარცვულია ფეშენებელური უბნის ოთხი ბინა.
გამოძიება ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად გრძელდება.