ნორიოს გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
თბილისისკენ მომავალი "დოჯის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
მომხდარის შედეგად ერთი კაცი და ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენები მძიმე მდგომარეობაში თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.
ხევიდან ავტომობილის ამოსაყვანა მხოლოდ სპეცტექნიკის დახმარებით მოხერხდა.