შსს-ში დეპუტატ ირმა ნადირაშვილს გია ლორთქიფანიძის სახლთან დადებული ნაღმის შესახებ დღეს დაკითხავენ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა საგამოძიებო ორგანოს დაკითხვის მოთხოვნით თავად მიმართა.
მისივე განცხადებით, პარტიაში იმ ადამიანების შესახებ აქვთ ინფორმაცია, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ერთ-ერთი მათგანი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.
"მიკვირს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი ოპერატიულობა, რადგანაც უკვე სამი თვეა ვითხოვ ამ საქმეზე დაკითხვას, რადგანაც მქონდა კონკრეტული ინფორმაცია, ვინ დადო ლორთქიფანიძის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა. მიკვირს ასეთი ოპერატიულობა, მივალ და მივაწვდი იმ ინფორმაციას, რაც მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე დაგვიანებულია. რადგანაც არავინ დაგვკითხა, ყველა ინფორმაცია გავასაჯაროეთ. ვთქვი, რომ შსს მაღალჩინოსნები იკვეთებიან ამ საქმეში", - აცხადებს ნადირაშვილი.