თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.