თიანეთის გზატკეცილზე, სოფელ გლდანთან გვიან ღამემდე მოძრაობა გადაკეტილი იყო და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ეს ის ადგილია, სადაც 2009 წელს მუხროვანის ამბოხებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, უკავშირდებოდა თუ არა გუშინ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ სპეცოპერაციას, ჯერჯერობით, უცნობია.