თბილისის საქალაქო სასამართლოში26 მაისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა განახლდება.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
ჯერჯერობით, უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული ვანო მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
მასალის გამოყენების პირობები