დღეს, 13 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორიდანციო საბჭოს ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება. ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტს მიეძღვნება. მრგვალ მაგიდას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გახსნის. შეხვედრას დაესწრებიან აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".
მასალის გამოყენების პირობები