საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2014 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულ იქნენ სამშენებლო კომპანია შპს „ბულაჩაური"-ს დირექტორი ვალერიან კირკიტაძე და მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გოგა გოგია.
გამოძიებით დადგენილია, რომ გოგა გოგიამ ვალერიან კირკიტაძისაგან მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, კ 2 კოეფიციენტის უკანონო გაზრდისთვის, ქრთამის სახით 2 500 აშშ დოლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 339 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები