2014 წლის 9 თებერვალს, ვ.ჯ.-ს საქართველოს სსკ-ის 19, 3781-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2014 წლის 8 თებერვალს, ვ.ჯ. მეგობრებთან გ.ც. მ.წ. და დ.თ.-სთან ერთად ავტომანქანით მივიდა დაბა ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული მეგობრებთან ერთად დაწესებულების კედელს მიუახლოვდა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე გადააგდო აკრძალული საგნები - სამი მობილური ტელეფონი, რომლებიც შემდგომში დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.