სარფში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის საბაჟო შემოწმებისას საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს. კერძოდ, სგპ „სარფის" ტერიტორიაზე თურქეთიდან შემომავალი თურქეთის მოქალაქის ს. ი.-ს კუთვნილ ავტომანქანაში არადეკლარირებული საქონელი, ცეცხლსასროლი იარაღის 21 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კიდევ ერთი სამართალდარღვევის ფაქტი 7 თებერვალს გამოვლინდა. თურქეთის მოქალაქეს მ.ბ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა 20000 აშშ დოლარი აღმოაჩნდა. მ.ბ.-ს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები