საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის" ტერიტორიაზე, რუსეთიდან რუსეთის მოქალაქე გ. ე. შემოვიდა. მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 427,46 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 26551,02 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები