26 მაისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხება.
მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, 26 მაისს ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს მერაბიშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს.
პროცესი დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.