აზერბაიჯანმა თურქეთისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. როგორც თურქული მედია იუწყება, გაზის შეწყვეტა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით, გამოწვეულია სანგაჩალის ტერმინალზე წარმოქმნილი პრობლემებით. აზერბაიჯანულმა მხარემ პრობლემის აღმოფხვრა დაუყოვნებლივ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე თურქეთის მიმართულებით გაზის გატარება აუცილებლად დაიწყება.