კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში „გირგვლიანის საქმეზე" გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას გამოხატავს და განცხადებას ავრცელებს:
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
გამოძიებით უსათუოდ დასადგენია, თუ ვინ მიაყენა ალ. გირგვლიანს სხეულის დაზიანებები, მათ შორის სასიკვდილო დაზიანება. გამოსავლენია საქმის რეალური გარემოებები, თუ როგორია ლევან ბუხაიძისა და თბილისის შს მთავარის სამმართელოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი ალ. გირგვლიანის საქმეში.
დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ გამოძიების პრიცესში გამოიკვეთა შოკისმომგვრელი ფაქტობრივი მოცემულობები, რასაც გამომძიებლები ვერაფერს უხერხებენ.
რაც შეეხება ლევან ბუხაიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მიმაჩნია, რომ ამ საქმეში მას საკუთარი როლი და ფუნქცია აშინებს და მისი გააქტიურებაც ამით არის გამოწვეული.
ლევან ბუხაიძის მიერ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი და საქმის გარემოებებთან შეუსაბამო ჩვენებები, უტყუარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ როგორც მინიმუმ - მის ინტერესებში არ შედის სიმართლის დადგენა.
ვურჩევ მას, შეწყვიტოს საზოგადოებისა თუ გამოძიების შეცდომაში შეყვანის მცდელობები და ზოგიერთებივით, დაელოდოს მოვლენათა განვითარებას. ვიმედოვნებ, ძალიან მალე, ლევან ბუხაიძეს (და არამ,არტო მას) ხელახლა მოუწევს ბევრ რამეზე პასუხის გაცემა!