თბილისში, ყაზბეგის #17-ში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე თურქეთის მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში ბიზნესი აქვს, თანამშრომელი მოკლა.
იგი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ლომბარდში იყო ჩაკეტილი. ლობარდშივე იყო ცხედარიც.
ლომბარდში ჩაკეტილ პირთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისი დაკავებით დასრულდა.