თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისი საქმეზე ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. როგორც ჯანაშვილმა პროცესზე განაცხადა მიტინგის დაშლამდე გაიმართა თათბირი, სადაც ვანო მერაბიშვილისაგან გაიცა ბრძანება, რომ აქციის დაშლის პარალელურად მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა დაეკავებინათ. მიზეზი კი ის იყო რომ რომ ხალხი აქცაიაზე აღარ მიბრუნებულიყო და აღლუმის გამართვისთვის ხელი არ შეეშალათ.
მისივე განცხადებით, მერაბიშვილს არ გაუცია გაზის გამოყენების ან ძალის გადამეტების ბრძანება.
ჯანაშვილის განცხადებით, გეგმის მიხედვით, 1200-კაციან ჯგუფს რუსთაველის გარშემო ქუჩები უნდა დაეკავებინა, შემდეგ უნდა მიწოლოდა ხალხს და თავისუფლების მოედნისკენ ჩაეყვანა, სადაც 1000-კაციანი პოლიციური ჯგუფით მერაბიშვილის მეორე მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო გამაგრებული. როგორც ჯანაშვილი აცხადებს პროცესები გეგმის მიხედვით არ განვითარდა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც პარლამენტში იყო გამაგრებული, მას არ დაემორჩილა და პარლამენტის ტერიტორია დატოვა.
ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ იმ ადგილიდან, მაგრამ გამოვიდნენ და ხალხს დაუწყეს ცემა. მე დავუკავშირდი ვანოს და ვკითხე: რა უნდა გამეკეთებინა... მან კი, მითხრა, არ იდარდო...".
ჯანაშვილის განცხადებით, მიტინგის დაშლა არ უნდა მომხდარიყო ისე, რომ ერთი გასასვლელიც არ ყოფილიყო დატოვებული. როგორც პროცესზე ჯანაშვილმა განაცხადა აქციაზე რეზინის ტყვიის ნაცვლად გაზის კაფსულა თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა შეცდომით გაისროლა, ამის შემდეგ კი გაზი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოიყენა.