მოსკოვის ერთ ერთ სკოლაში მოსწავლე, სკოლაში შეიჭრა, მძევლად თანატოლები აიყვანა და ერთი პოლიციელი და მასწავლებელი მოკლა. ამჟამად ბოროტმოქმედი გაუვნებელყოფილია.
მოსკოვის № 263 სკოლაში შეირაღებილი ადამიანი შევიდა და დაახლოებით ორი ათეული მოსწავლე მძევლად აიყვანა. სკოლის დაცვამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა ბოროტმოქმედმა ცეცხლის გახსნა მაინც მოასწრო და პოლიციელი და მასწავლებელი მოკლა. დაჭრილია ერთი პოლიციელი. ამჟამად ბოტორმოქმედი უკვე გაუვნებელყოფილია. ის ამავე სკოლის ერთ ერთი მოსწავლე აღმოჩნდა.
მოსწავლეების მძევლად აყვანის შემდეგ ბოტორმოქმედს არავითარი მოთხოვნა არ წამოუყენებია.
მასალის გამოყენების პირობები