საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
,, ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაძაბული აღარ არის, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ", - განუცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები" გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.