საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები" გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 26 მაისის საქმეზე ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უნდა დაიკითხოს.