კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ფაქტი ,,რუსთავი-2"-თან საუბარში უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა დაადასტურა.
,, მილიციის სამსახურიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება სხვისი ქონების განზრახ დაზიანება. მან დააზიანა ავტომანქანა, ცეცხლი გაუკიდა, რის გამოც დააკავეს. მან აღიარა დანაშაული", _განაცხადა უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა.
1987 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე პირველი თებერვლის ღამეს დააკავეს. იგი კიევში ავტომანქანების ძარცვაშია ეჭვმიტანილი.