ხანძრის შედეგად კრწანისის რაიონში ორსართულიანი სახლი დაიწვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება 03:05 საათზე მიიღეს. მათი ინფორმაცით, დაიწვა ხოდაშენის ქუჩა #5-ში მდგარი 1000 კვადრატული მეტრი ორსართულიანი სახლი.
შემთხვევის ადგილზე 16 სახანძრო მანქანა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.