თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. შემთხვევა 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიასთან დღეს მოხდა.
დადგენია ვინაობა, გარდაცვლილი მარიამ ჩავლეიშვილია.
შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებისას, რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა უკვე დაინიშნა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.