უკრაინის პრეზიდენტმა რადის მიერ 28 იანვარს მიღებულ კანონს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც „16 იანვარს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი" უქმდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
28 იანვარს რადის გადაწყვეტილებით 16 იანვარს მიღებული საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი 11 კანონიდან 9 გაუქმებულია.
შეგახსენებთ, რომ რადას მიერ 16 იანვარს ამ საკანონმდებლო პაკეტს საზოგადოებამ და დასავლეთმა ანტიკონსტიტუციურ კანონთა პაკეტი უწოდა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ადამიანის ფინდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.