უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა „ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა. კანონი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აქციის მონაწილები ადმინისტრაციულ შენობებს გაათავისუფლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონის ავტორი, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, რეგიონების პარტიის წევრი იური მიროშნიჩენკოა.
კანონი მშვიდობიანი აქციების მონაწილეების სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ:
- გათავისუფლებული იქნება კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში აქციების დროს დაკავებული სახელმწიფო შენობები;
- კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გრუშევსკის ქუჩაზე განბლოკილი იქნება სატრანსპორტო კომუნიკაცია;
- ბლოკირება მოხსნილი იქნება კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში სხვა ქუჩების, მოედნებისა და გადასასვლელების ბლოკირება;
უკრაინის ოპოზიცია ამ კანონს მხარს არ უჭერს.