შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ბოლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კომისიის წევრმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის მუშაობის შედეგები გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს 635 დისკიდან მხოლოდ ორი განადგურდება, რომელშიც ინტიმური ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა ასახული. რაც შეეხება დანარჩენ ვიდეოფაილებს, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა ისინი პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცემა.