მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ქართველების კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა, რომლებიც ფულადი სახსრების გადამტანებზე შეიარაღებულ თავდასხმებს ახორციელებდდნენ.
მათი ბოლო მსხვერპლი ქალი აღმოჩნდა. ისინი მას ვალუტის გადამცვლელიდან წამოსვლის შემდეგ უთვალთვალებდდნენ. შეიარაღებული ჯგუფის წევრების დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც სამართალდამცავებმა ვალუტის ერთ ერთ გადამცვლელ პუნქტზე სადღეღამისო თვალთვალი დააწესეს. მათ თვალსაწიერში მოხდა ერთ ერთი ავტომობილი, რომელოც გამუდმებით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან იდგა.
„ავტომობილის სალონში სამი მამაკაცი იჯდა. როდესაც ვალუტის გადამცვლელი პინქტიდან ქალი დიდი ჩანთით გამოვიდა და თავის ავტომობილში ჩაჯდა ეჭვმიტანილები მას გაჰყვნენ",_ იუწყებიან სამართალდამცავები.
შუქნიშანთან ორი მამაკაცი მანქანიდან გადმოხტა, ქალის ავტომანქანის შუშა ჩაამსხვრია და დიდი ჩანთა გაიტაცა, რომელშიც 30 ათასი ევრო იდო.
„ამ მომენტში თავდამსხმელები დააკავეს. ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. მათი ასაკი 33 დან 40 წლამდეა. ზოგი მათგანი მოსკოვში რეგისტრაციის გარეშე, ქირით ცხოვრობდდნენ", - იუწყებიან სამართალდამცავები.
მათივე ინფორმაციით, ყველა დაკავებული ადრე არაერთგზის ნასამარლევია.
მასალის გამოყენების პირობები