პოლონეთის მთავრობის მეთაური დონალდ ტუსკი უკრაინაში სიტუაციის „შავი სცენარით" შესაძლო განვითარების შესახებ ევროკავშირის ლიდერებს ესაუბრა. მისი აზრით, შესაძლოა უკრაინაში მდგომარეობა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გართულდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის რადიო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ისაუბრა იმის შესახებ, რომ დესტაბილიზაციას შესაძლოა ადგილი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჰქონდეს. იმიტომ, რომ მაშინ რუსეთი ისევ დაიწყებს კიევის საშინაო საქმეებში ჩარევას. თუ საქმე კონფლიქტის გამწვავებამდე მივა ვარშავა შიშობს, რომ უკრაინიდან შესაძლოა დევნილების ნაკადი მისკენ წავიდეს",_ იუწყება სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, ტუსკმა გუშინდელი მოლაპარაკებების დროს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ გააფრთხილა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა რუსეთმა გაზი გადაკეტოს. ამას გარდა, ტუსკი გუშინ ბრიუსელში უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე მსჯელობდა.
მასალის გამოყენების პირობები