ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილსა და წარსულში მუხროვანის ამბოხში ბრალდებულ პირებს ერთი და იგივე ბრალმდებელი ჰყავდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.
"მუხროვანის ამბოხზე დაპატიმრებულთა საქმეზე ერთ-ერთი პროკურორი ნათია სონღულაშვილი იყო, სწორედ ის, რომელიც ახლა ვანოს და ჩემი ბრალმდებელია. მაშინ ქალბატონი პროკურორი აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულთა პატიმრობას ითხოვდა და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანშეწონილობას ასაბუთებდა.
საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს ქალბატონი პროკურორი ღარიბაშვილ-ჩოკუტაევის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე"- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.