პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 11 პირობით მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრი ვადაზე ადრე გაუუქმდა და ნასამართლეობა მოეხსნა, 4 პირს კი ,,ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ" კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები აღუდგა.
განხილვისას კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა მძიმე ავადმყოფების, აგრეთვე, ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულთა შუამდგომლობებს. ამ ეტაპზე, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.