აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში მიემგზავრება. ის უკრაინაში 31 იავრიდან 6 თებერვლამდე დაჰყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
კიევში ვიქტორია ნულანდი ბერლინიდან ჩავა.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრას სამოქალაქო სზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიქტორია ნულანდი 2013 წლის დეკემბერში კიევში უკვე იმყოფებოდა. მაშინ ის იანუკოვიჩს შეხვდა და მაიდანი მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები