"ვაფრთხილებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ აზრის გამოხატვის წინააღმდეგ ტერორი! მოვუწოდებთ პატრულის რიგით თანამშრომლებს, შეასრულონ მხოლოდ კანონით დაკისრებული მოვალეობა, ნუ ჩაებმებიან ახალგაზრდობისა და თავისუფალი ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში სააკაშვილის გადასარჩენად", - ნათქვამია ალიანსის ახალგაზრდული ფრთის განცხადებაში.
"ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "9 აპრილის ახალგაზრული შტაბის" სოლიდარობის გამოსახატავად ხვალ Aაქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრებმა გუშინ, რესტორან "მეიდანთან", სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ვახშმობდა, აქცია გამართეს. აღნიშნულის გამო მოძრაობის აქტივისტებს, პრეზიდენტის დაცვასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის 3 წევრი დააკავეს და მათ 400-400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.