უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე აღებული ყველა პირობა შეასრულა. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის პრეზუდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
თანამემამულეთადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს: „მოგმართავთ თქვენ შეშფოთებისა და ზრუნვის გრძნობით მრავალი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც ჩათრეულნი არიან დაპირისპირებაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ.
სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. დღეს ღამით უკრაინამ კიდევ ერთი დანაკლისი განიცადა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უდროოდ გარდაიცვალა შინაგარი ჯარების კაპიტანი დიმიტრი დუნეცი.
რამდენიმე დღის წინ უკრაინა ასევე გამოემშვიდობა დაპირისპირების დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებს. ასვეე ვიცით, რომ მრავალი ადამიანი დაზარალდა ა დაპირისპირებების დროს.
ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენს გულებში კვალს ტოვებს და ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას - რის გამო იტანჯება ხალხი? რატომ არ მოუწოდებენ მათ პოლიტიკოსები მშვიდობისაკენ, სიმშვიდისა და გაგებისკენ? არამედ პირიქით კიდევ უფრო ძაბავენ მდგომარეობას თავიანთი გაუწონასწორებელი და უპასუხისმგებლო განცხადებებით, ფიქრობენ რა მხოლოდ თავიანთ რეიტინგზე და არა ადამიანების სიცოცხლეზე", _ აცხადებს იანუკოვიჩი.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ „ჩვენ მივედით კონკრეტულ შეთანხმებებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ყველა ჩვენს თავზე აღებული ვალდებულებები ჩვენ შევასრულეთ. მათ შორის პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც არეულობების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითვალისწინებს".
თუმცა, იანუკოვიჩი ასევე აცხადებს, რომ „ოპოზიცია აგრძელებს სიტუაციის დაძაბვას და მოუწოდებს ადამიანებს იდგნენ ყინვაში რამდენიმე ლიდერის პოლიტიკური ამბიციის გამო და მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორია".
„კიდევ ერთხელ მივმართავ ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჩემს თანამემამულეებს. გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისა და სიმშვიდისათვის.
ჩემის მხრიდან მე დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით მოვეკიდები ადამიანების საჭიროებებსა და მისწრაფებებს გავითვალისწინებ რა იმ შეცდომებს, რომლებიც აქვს ყველა ხელისუფლებას.
მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ უკრაინის ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში დავაბრუნოთ",- ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.