უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ვლადიმერ რიბაკმა 29 იანვარს მიღბულ ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა და ის უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტრ იანუკოვიჩთან ხელმოსაწერად გააგზავნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ რიბაკმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე ახლახანს ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ ადამიანები არ იტანჯებოდნენ", _ განაცხადა რიბაკმა.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს დეპუტატებმა რეგინების პარტიიდან და უკრაინის კომუნისტური პარტიიდან მხარ დაუჭირეს „რეგიონალ" იური მიროშნიჩენკოს კანონპროექტს ევრომაიდანის დაკავებული აქტივისტების ამნისტიის შესახებ.
დოკუმენტი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ 15 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების მონაწილეები ყველა ადმინისტრაციულ შენობას გაათავისუფლებენ.
ოპოზოცია ამ კანონპროექტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამნისტიას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები