უკრაინის უმაღლეს რადაში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომელიც, როგორც ინფორმაცია ვრცელდება ავად არის ბიულეტენზე გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, იანუკოვიჩს მაღალი სიცხე აქვს.
სამედიცინო საკითხებში სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ორდა პრეზიდენტის ავადმყოფობას ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისრის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი არბუზოვი და პრეზიდენტის ადმინისტრაცის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი რადაში მივიდნენ. მათ რეგიონების პარტიასთან თათბირი ჩაატარეს.
პარტია „უდარის" ლიდერის ვიტალი კლიჩკოს აზრით, იანუკოვიჩი და პარტიის ხელმძღვანელობა რადაში იმ მიზნით მივიდნენ, რომ თავიანთი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან თანახმა ამნისტიის შესახებ, რეგიონების პარტიის ავტორობით შექმნილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირონ „ტვინი გამოურეცხონ".
ფრაქციის სხდომაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება და ოპოზიცია უახლოეს დროში ერთმანეთს არ მოელაპარაკება.
ეს ინფორმაცია ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები