ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც დაესწრება.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული და სავარაუდოდ, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომასალაზე ვანო მერაბიშვილი კომენტარს გააკეთებს.
დღეს დაცვის მხარის მოწმეები - ყოფილი გუბერნატორები და ბრალდებული მერაბიშვილი დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები