მაიდანის აქტივისტებმა ნაციონალური გვარდია შექმნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნაციონალურ გვარდიაში შევიდნენ მაიდანის თავდაცვის წარმომადგენლები, კაზაკები და „მარჯვენა სექტორი".
ნაცგვარდიაში გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია, რომელიც ფიცს უკრაინელი ერის წინაშე დადებს და დაიფიცებს, რომ მას დაიცავს. გვარდიის ხელმძღვანელობის ფორმირება უახლოეს მომავალში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები