პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს რომ ისეთი დოკუმენტები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის აღძვრის საფუძველი გახდება არ უნდა განადგურდეს. ამის შესახებ, მარგველაშვილმა დარჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ამ კადრებში რა არის დანაშაულის მტკიცების საბუთი და რა არის უბრალოდ წინა ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის დამადასტურებელი მასალა, ამის თქმა ჩემთვის ძნელია. თუ იქ არის ასახული რაიმე ისეთი, რაც იმ ძველ დროში გვაბრუნებს, როცა ადამიანებს აწამებდნენ, ეს სჯობს დავივიწყოთ, მაგრამ თუ არის რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანს, ასეთი დოკუმენტი არ უნდა განადგურდეს", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.