უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება. ეს განცხადება მან რადაში სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.
მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში სიტუაცია „დრამატულია".
„მთელი მსოფლიო აღიარებს და უკრაინაც აღიარებს, რომ სახელმწიფო სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება. უკრაინაში ორხელისუფლებიანობაა, უკრაინაში ფაქტობრივად აჯანყება მიმდინარეობს",_ აცხადებს კრავჩუკი.
მისივე თქმით, ძალიან მალე მშვიდობიანი აქციები უკრაინაში აჯანყებაში გადაიზარდა, იმიტომ, რომ „როდესაც ხელისუფლებას სხვა იგდება ხელში, ხოლო ეს ფაქტია, როდესაც ინგრევა ხელისუფლება და ხელისუფლების ორგანოები სტიქიურად თავისუფლდებიან დაკისრებული მოვალეობებისგან ეს უბრალოდ რევოლუციაა".