მოსკოვში საქართველოს 27 წლის მოქალაქე ავტომობილის გატაცებისათვის დააკავეს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციას 43 წლის დაზარალებულმა მიმართა და განაცხადა, რომ უცნობმა პირმა მისი ავტომობილი გაიტაცა.
„მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 1 მილიონი რუბლი შეადგინა. მალევე პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 27 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა",_ წერს რუსული მედია.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულს ქალაქიდან გასვლა აქვს აკრძალული.