თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ფეხით მოსიარულე 60 წლამდე მამაკაცი, რომელსაც "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.