კანადის ხელისუფლებამ უკრანელი ჩინოვნიკების მისამართით, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობისა და ლიდერების დაშინების თანამონაწილენი არიან სავიზო სანქციები დაწესა. ერთობლივი განცხადება ამის შესახებ კანადის იმიგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ხელისუფლების ბოლო მოქმედებები საპროტესტო აქციების წარმომადგენელთა მიმართ „ძალიან სამწუხარო იყო, რამაც აიძულა კანადის ხელისუფლება გააზრებული ქმედებებისათვის მიემართა".
„კანონიერი პროტესტის ხისტი ჩახშობისა და ოპოზიციის დაშინების გამო ჩვენ კანადაში შემოსვლა შევუზღუდეთ, განკარგულების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, უკრაინის ხელისუფლების საკვანძო მოღვაწეებს მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ბოლო დღეების განმავლობაში", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ კანადა მიესალმე უკრაინაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ბევრა გასაკეთებელი.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ხალხის ძირითადი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.