დღეს უკრაინის უმაღლესი რადის მუშაობა გაგრძელდება. რიგგარეშე სხდომის მუშაობის გაგრძელებას ხმა 401-დან 368 დეპუტატმა მისცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს შესაძლოა ამნისტიის შესახებ საკითხი განიხილონ.
ამავე დროს, რადას თავმჯდომარემ ვლადიმერ რიბაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება.
„ისინი (მოლაპარაკებები) რთულია, იმიტომ საკითხებიც რთულია - ამნისტიის საკითხები", _ განაცხადა რიბაკმა.
მასალის გამოყენების პირობები