აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს თავის სურვილში მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისადმი ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.
„უკრაინაში ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპს, ყველა ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი და ასევე მშვიდობიანად მიიღოს მონაწილეობა თავისი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის საქმეში",_ განაცხადა ობამამ.
ეს არის აშშ-ს პრეზიდენტის პირველი განცხადება, რომელიც მან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გააკეთა.